LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისი ბიზნესის მხარდასაჭერად რეგიონებში ფორუმების ჩატარებას იწყებს

55
gori

2022 წელს თიბისი, ეტაპობრივად, საქართველოს ყველა რეგიონში ჩაატარებს ფორუმს, რომლის მიზანი ბიზნესის მხარდაჭერაა.

პირველი ასეთი ფორუმი, ხვალ, ქალაქ გორში გაიმართება, რომლის მასპინძელია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი. რეგიონული ფორუმის მიზანია, ადგილობრივ ბიზნესებთან შეხვედრა, მათთვის ბიზნესის სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდება.

ფორუმის სპიკერები არიან დარგის გამოცდილი ექსპერტები, რომლებიც ბიზნესებისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრებენ, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, პროექტების მხარდაჭერასა და დონორებთან ურთიერთობებზე.

გარდა ამისა, ფორუმის მიზანია, ბიზნესების ერთად შეკრება და მათი კომუნის გააქტიურება, ერთმანეთში აზრების და გამოცდილების გაზიარება. ფორუმში მონაწილეობას შიდა ქართლის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები