LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისი და საქართველოს ბანკი 5 მლნ ლარს გამოყოფენ დაზარალებული მოქალაქეებისა და მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად

459
განცხადება

საქართველოს ორი ყველაზე დიდი საფინანსო ინსტიტუტი – თიბისი და საქართველოს ბანკი ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად გაერთიანდა და ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ.  

ფინანსური რესურსი მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, ასევე, ფონდებში, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას დაზარალებულ მოქალაქეებს იურიდიულ, ფინანსურ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას უწევენ.

თიბისის და საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 2.5 მლნ ლარი მოხმარდება ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას პარტნიორ ბიზნესებთან კოლაბორაციით:  

  • TBC x Mymarket.ge   
  • TBC x Glovo  
  • TBC x tkt.ge  
  • TBC x Swoop 
  • BOG x Extra.ge 
  • BOG Ads Manager  
  • BOG x Biletebi.ge 
  • BOG Gift card 
  • BOG x Wolt 

თანხის მეორე ნაწილი – 2.5 მლნ ლარი კი შემდეგ ფონდებში გადანაწილდება: 

  • #ერთმანეთისთვის 
  • სოლიდარობის ფონდი Prosperity Georgia 
  • Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ერთობლივი ინიციატივისთვის სპეციალურად შექმნილ ვებგვერდს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g