„თიბისი დაზღვევა“ დღეიდან ახალ აქციას იწყებს. როგორც „ფორტუნას“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს დაზღვევის საუკეთესო პირობებით „თიბისი დაზღვევაში“ და მიიღოს განსაკუთრებული საჩუქრები: 50 ლიტრი საწვავი „ვისოლის“ პრემიუმ საწვავზე და 100 ლარიანი TAXIFY-ის ვაუჩერი.
„ასევე მთელი წლის განმავლობაში დაზღვეულები ისარგებლებენ განსაკუთრებული ბენეფიტებით: 15 თეთრიანი ფასდაკლებით „ვისოლის“ საწვავზე; 50%-იანი ფასდაკლებით რეცხვის სერვისზე ულიმიტოდ, პარტნიორ სამრეცხაოებში. სასაჩუქრე ნაკრები ორგვარია და განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა ღირებულების არის ავტომობილი: 17 500 ლარზე მეტის, თუ ნაკლების. აქციაში ჩასართავად და საჩუქრების მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეიძინოს ავტოდაზღვევის სრული ნაკრები, რომელიც მოიცავს: ავტომობილის დაზღვევას, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას, მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას“, – აცხადებენ ბანკში.
მათივე ინფორმაციით, ავტოდაზღვევის შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით: „თიბისი დაზღვევის“ ფილიალებში. „თიბისი ბანკის“ ფილიალებსა და ვებგვერდზე online.tbcinsurance.ge
„საჩუქრებით სარგებლობა მარტივია. Taxify-ის სასაჩუქრე კოდის გამოყენება დაზღვეულებს შეუძლიათ Taxify-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით, ხოლო სასაჩუქრე საწვავით სარგებლობა „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურების ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი“, – აცხადებენ ბანკში.