თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, მუდმივად ქმნის ან აუმჯობესებს პროდუქტებს, რომლებიც მათზე მაქსიმალურად არის მორგებული. განსაკუთრებით კი, ახალი თაობაზე, რომელთა განვითარების ხელშეწყობაც თიბისისათვის პრიორიტეტია.
სწორედ ამ მიზნით, კომპანია მობაილბანკით სარგებლობის შესაძლებლობას უკვე სკოლის მოსწავლეებსაც აძლევს, რაც მათ საკუთარი ფინანსების დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.
თიბისი მობაილბანკი ხელმისაწვდომი იქნება 6-დან 17 წლის ყველა იმ მოსწავლისთვის, რომელიც თიბისის მოსწავლის ბარათს ფლობს.
ის მოსწავლეები, ვინც აქამდე hi app-ით სარგებლობდნენ, 1 ნოემბრიდან მხოლოდ მობაილბანკით შეძლებენ სარგებლობას, სადაც იმავე მონაცემებით (სახელი და პაროლი) შევლენ, რასაც აპლიკაციაში შესასვლელად იყენებდნენ.
ხოლო ის მოსწავლეები, რომლებიც აქამდე hi app-ით არ სარგებლობდნენ, სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირებას მშობლის დახმარებით, მისი მობაილბანკიდან, ფილიალში მისვლის გარეშე მოახერხებენ.
მობაილბანკში მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ ისეთი ოპერაციების განხორციელებას, როგორიცაა:
- თანხის საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა
- თანხის სხვასთან გადარიცხვა
- მობილური ბალანსის შევსება
- მათზე მორგებული შეთავაზებების დათვალიერება
- ბარათის მართვა (დეტალების ნახვა, პაროლის შეცვლა, დაბლოკვა)
დეტალური ინსტრუქციისთვის ეწვიეთ ბმულს.
(R)