LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა  

780
თიბისი

შეუძლებლის შეძლება მარტივი არ არის, მაგრამ როდესაც შენი თავის გჯერა, ეს რწმენა სხვებსაც აერთიანებს შენ გარშემო  და ერთი შეხედვით მიუღწეველი მიზანიც უფრო ადვილად მისაღწევი ხდება. 

წარმატების გზაზე პირველი ნაბიჯი ყოველთვის საკუთარი თავის, იდეის, მიზნის ან შესაძლებლობის დაჯერებით იწყება. თვითრწმენა ქმნის იმ ენერგიას, რომელიც ფიქრს რეალობად, ხოლო რეალობას – ერთ ან მრავალ გამარჯვებად აქცევს. 

ბევრმა ადამიანმა ეს გზა უკვე გაიარა, ბევრი კი ამ გზას ახლა გადის. თიბისი, გზავნილით „მთავარია, გჯეროდეს“, სწორედ ასეთი ადამიანების გარშემო ერთიანდება. 

ილია თოფურია თიბისის ბრენდის ამბასადორი გახდა. თიბისისთან ერთად, იგი ეცდება, შთაგონება და მოტივაცია მისცეს ყველას, ვინც წარმატების და გამარჯვების გზას ახლა ადგას. თიბისის და ილიას ერთად სჯერათ, რომ რწმენა და გამბედაობა, სიჯიუტესთან ერთად, ყოველთვის წარმატებამდე მიიყვანს ადამიანს. 

ილია თოფურიამ შეუძლებელი ერთხელ კი არა, ბევრჯერ შეძლო – თვითრწმენით, სიჯიუტით და გამბედაობით. მისი განვლილი გზა გვახსენებს, რომ გამარჯვება ყოველთვის იწყება იქ, სადაც ჯერ შენი მიზნის მიღწევას იჯერებ და შემდეგ აღწევ მას.  

ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი:  „თიბისისთვის სასიხარულო და საამაყოა მსოფლიო დონის ვარსკვლავთან თანამშრომლობა. ილია თოფურიას კარიერა, მისი განვლილი გზა სამაგალითოა და ზუსტად ასახავს თიბისის მთავარ სათქმელს – მთავარია, გჯეროდეს! ვფიქრობ, ამით ადამიანებს კიდევ უფრო მეტად შთავაგონებთ, საკუთარი მიზნის დაიჯერონ და რწმენა რეალობად აქციონ.“ 

ილია თოფურია: „ძალზე მადლიერი და იღბლიანი ვარ, რომ თიბისის ოჯახის წევრი გავხდი. ჩვენ გვაქვს ერთიანი ხედვა, რომელიც ემყარება თავდაჯერებულ წინსვლას, თვითრწმენას, გამბედაობას და პირადი და პროფესიული ზრდის მიმართ თავდადებას. ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე ბანკს, რომელიც საქართველოში პროგრესის ფლაგმანია მტკიცე ღირებულებებით და მომავალზე მკაფიო ორიენტირებულობით”.  

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g