LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა გრძელდება

540
თიბისი

ბიზნესებს, თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამის ფარგლებში, საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.  

თებერვალში სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების 4 ტრენინგი გაიმართება, სადაც ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი.  

  • 2025 წლის პირველი ტრენინგი 7 თებერვალს, ფიზიკურ სივრცეში გაიმართება. ტრენერი შალვა ახრახაძე კომპანიის ხარჯების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ისაუბრებს.
  • მეორე ტრენინგის თემატიკა Etsy-ზე პროდუქციის ონლაინ გაყიდვას შეეხება და მას ელექტრონული კომერციის სპეციალისტი კატო რამიშვილი გაუძღვება. ტრენერი აუდიტორიას საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ გახდნენ ბიზნესები წარმატებულები ელექტრონული კომერციის მიმართულებით. ტრენინგზე დასწრებას ბიზნესების წარმომადგენლები ონლაინ, 11 და 12 თებერვალს შეძლებენ.
  • კიდევ ერთ ტრენინგს, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე, ტრენერი დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს. ტრენინგი 13 თებერვალს ჩატარდება.
  • მე-4 შეხვედრა ბიზნესების წარმომადგენლებთან დაეთმობა თემას, როგორ შევარჩიოთ და გავყიდოთ პროდუქცია Amazon-ზე. ტრენერი სოფო გუჯარაიძე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ შეარჩიონ და გაყიდონ პროდუქცია ამაზონზე. კურსის განმავლობაში, ბიზნესების წარმომადგენლები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ამაზონის პლატფორმა, რა სპეციფიკაციები აქვს მას და რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო პროდუქციის ამ პლატფორმაზე განსათავსებლად. ტრენინგი 25 და 27 თებერვალს ჩატარდება.

თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს  წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ ბმულზე, სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.

კურსებზე დასწრება უფასოა და ის ბიზნეს განათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უახლესი და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g