LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისის მხარდაჭერით გამოფენა – „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართა

615
თიბისი

თბილისში ორდღიანი ბიზნეს გამოფენა – „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართა და მასში მონაწილეობა 55-მდე ქართული ბიზნესის წარმომადგენელმა და 3000-ზე მეტმა სტუმარმა მიიღო. ღონისძიება გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით და თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ჩატარდა.

ბიზნეს გამოფენის მიზანი იყო, მონაწილე კომპანიებს საკუთარი პროდუქცია პოტენციური მომხმარებლებისთვის გაეცნოთ, შეხვედროდნენ სხვადასხვა სექტორის ლიდერ კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს და საფუძველი ჩაეყარათ თანამშრომლობისთვის.

ღონისძიების პირველ დღეს გაიმართა კონფერენცია, სადაც სპეციალურად მოწვეულმა, სხვადასხვა კომპანიის უმაღლესი რგოლის მენეჯერებმა, ასევე პანელური დისკუსიის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას ბიზნესის თემატიკაზე საინტერესო ინფორმაცია და სიახლეები გაუზიარეს. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა თიბისის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ღირებულების შექმნის და ხარისხის მართვის ასოცირებულმა პარტნიორმა ია კალმახელიძემაც მიიღო.

სპეციალურად ბიზნეს გამოფენისთვის მოეწყო სივრცე B2B შეხვედრებისთვის, კომპანიებმა სტუმრებისთვის სპეციალური პრიზებიც გაათამაშეს.

ბიზნეს გამოფენა თბილისში უკვე მეოთხედ ჩატარდა და მასში არაერთმა მსხვილმა თუ საშუალო ბიზნესმა, მათმა დამფუძნებლებმა და დირექტორებმა მიიღეს მონაწილეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g