LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისის მხარდაჭერით Tbilisi Open Air 2024 იწყება

440
Tbilisi Open Air

თიბისის მხარდაჭერით, ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. თიბისი უკვე მე-15 წელია ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია და მასთან ერთად მსმენელისთვის დაუვიწყარ დღესასწაულსა და საუკეთესო მუსიკალურ გამოცდილებას ქმნის.

Tbilisi Open Air 2024-ის არტისტებს შორის იქნებიან M.I.A, Masego, Aurora, Archive, La Femme, She Wants Revenge, Ellen Allien, Speedy J. მთავარ სცენაზე, უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, ჰედლაინერი ქართველი ბენდები იქნებიან Moku Moku, Killages, Circus Mircus, Avara, Loudspeakers და სხვები, რომლებიც ლისის საოცრებათა ქვეყანაში 3 დღის განმავლობაში 4 საფესტივალო სცენას დაიკავებენ.

ფესტივალი 2009 წელს Altervision Group-ის ინიციატივით დაარსდა და მას შემდეგ კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებაა.

თიბისი ახალი თაობის აქტიური მხარდამჭერია, რასაც, სხვა ინიციატივებთან ერთად, ახალგაზრდა არტისტებისა და საქართველოში მუსიკალური კულტურის განვითარების მნიშვნელოვან მხარდაჭერით გამოხატავს.

Tbilisi Open Air 2024 თითოეულ თქვენგანს ელოდება!

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები