თიბისის სერვისებით სარგებლობა დროებით შეზღუდულია.
როგორც ბანკში აცხადებენ, მათი გუნდი აქტიურად მუშაობს შეფერხების უმოკლეს დროში აღმოსაფხვრელად.
„მალე დაგიბრუნდებით!
საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით Facebook-ის პირადი შეტყობინების საშუალებით.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”. – ამბობენ თიბისი ბანკში.
მოქალაქეებს თიბისის ბანკის სერვისებით სარგებლობა რამდენიმე საათია უჭირთ. მათი ნაწილის თქმით, ვერ სარგებლობს ინტერნეტბანკით, ნაწილის თქმით, ბანკომატიდან თანხა ვერ გამოაქვს.