თიბისიში ბიზნეს სესხის აღების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, სესხი 2 წუთში, ბიზნეს ინტერნეტ ან მობაილბანკიდან აიღონ და ამისათვის დამატებითი პროცედურების გავლა, მათ შორის, დოკუმენტაციის წარდგენა აღარ არის საჭირო.
ბიზნეს სესხით სარგებლობის პროცესი ძალიან მარტივია. ამისათვის მომხმარებელმა ბიზნეს ინტერნეტ ან მობაილბანკში, შეთავაზებების კატეგორიაში, საკრედიტო ლიმიტის თანხა და სესხის პირობების შესახებ ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს. მომხმარებელმა, პროდუქტით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, განაცხადი ონლაინ უნდა შეავსოს და დაელოდოს სესხის დამტკიცების შესახებ ბანკის გადაწყვეტილებას, რომლის ნახვა განაცხადის შევსებიდან 2 წუთში, ბიზნეს ინტერნეტ/მობაილბანკშივეა შესაძლებელი.
ბიზნეს სესხით სარგებლობა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს, ასევე იურიდიულ და ინდმეწარმეებს შეუძლიათ. სესხის მაქსიმალური მოცულობა 7 მლნ ლარს შეადგენს, დაფარვის მაქსიმალური ვადა – 180 თვეს, ხოლო სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 14.54%-დან იწყება.
იმ შემთხვევაში, თუ ბიზნეს მომხმარებელს საკრედიტო ლიმიტი წინასწარ არ აქვს დამტკიცებული, ღილაკზე „ზარის მოთხოვნა“ დაჭერით, შესაძლებლობა აქვს, თიბისის კონტაქტ ცენტრს დაუკავშირდეს. ადგილზე ვიზიტისა და ბიზნესის ფინანსური ანალიზის შემდეგ, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს პროდუქტით.
ბიზნეს სესხისა და მისი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისი ბიზნესის ცხელ ხაზზე: 2 27 27*3
(R)