LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ბალანჩინი: „იყო ბულინგი ჩემი კანის ფერის გამო…“

47
G37A0194

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი თიკა ბალანჩინი, რომელმაც კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

როგორ დაიწყო შენი კარიერა, ვინ აღმოგაჩინა?

ჩემი ბავშვობა ბებიას უკავშირდება. მუსიკასთან კონტაქტი ჩემს ოჯახი მუდამ იყო, ბებო მღეროდა, დედაც. სხვათა შორის, დედასაც უნდოდა მომღერლობა, თუმცა შემდეგ თეატრალურზე ჩააბარა. ბებომ ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, მან ფორტეპიანოზე შემიყვანა, რათა ბაზა მქონოდა, დავიწყე კლასიკური მუსიკით. ბებო საკმაოდ მკაცრი იყო, სულ მეცადინეობის რეჟიმში ვიყავი.

როდის მოვიდა პირველი წარმატება შენს ცხოვრებაში?

ეს იყო „იქს ფაქტორი“, პირველი ემოცია, ეიფორია, ამის შემდეგ  განვითარდა მოვლენები. პირველი შემფასებლები იყვნენ ისევ ბებო და დედა. მე და ბებო ვმეგობრობდით, ძალიან თანამედროვე ადამიანი იყო. რაც კი იმ პერიოდში კაბები მეცვა, ყველაფერი მან შემიკერა.

შენ განსხვავებული იმიჯი გაქვს… 

ეს განსხვავებულობა გამომდინარეობს ჩემი გენეტიკიდან, კერძოდ, საიდანაც არის მამაჩემი… იმ პერიოდში, როცა მე დავიბადე, არ იყო მარტივად მისაღები. მამასთან, სამწუხაროდ, არ მაქვს ურთიერთობა. ასე მოხდა, თუმცა წყენა არ მაქვს. ბევრი არ არის მზად, ჰყავდეს შვილი. ეს დედაჩემის გადაწყვეტილება იყო და მე მას პატივს ვცემ. ზოგადად, ქართველისთვის რთული მისაღებია სხვა რასასთან ასეთი კავშირი. სხვათა შორის, იყო ბულინგი ჩემი კანის ფერის გამო, ზოგჯერ ვტიროდი კიდეც. ბებო მიცავდა ხოლმე და ბევრჯერ უჩხუბია ჩემ გამო, მაგრამ მე მომწონდა ჩემი თავი, მე მიღებული მქონდა ყოველივე ეს. იცით, ამბიციური არასდროს ვყოფილვარ. მუსიკა ისეთი რამაა, რაც მუდამ ვითარდება. ამიტომ დღესაც ვვითარდები, მინდა,  გავაკეთო რაიმე ახალი.

შენს მეუღლეზე ვისაუბროთ, ის შენ მრავალი წლის განმავლობაში გვერდით გედგა…

ჩვენი შეხვედრა ექსპრომტად მოხდა. რეალურად ბენდი სწორედ მან, დათუნა ბარნაბიშვილმა შექმნა, მეც მან მიპოვა. თავიდან ვიყავით ახლო მეგობრები, პლუს პარტნიორები, შემდეგ ის მოხდა, რაც მოხდა, ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა . ის ძალიან ნიჭიერი მუსიკოსია, 5 წლიდან სცენაზე იდგა, რობერტ ბარძიმაშვილთან მღეროდა. „ნიუ ვანში“, დათუნა დრამზე უკრავს. ზოგადად, ძალიან კრიტიკული შემფასებელია. ჩვენ პირდაპირ ვეუბნებით ერთმანეთს ყველაფერს. ჩვენი პირადი ურთიერთობა და საქმიანობა ერთმანეთს ხელს არ უშლის, პირიქით, ეხმარება.

როგორც ვიცი, შენი 5 წლის შვილი საოცრად მუსიკალურია…

ლეა არის საოცრად გახსნილი და თავისუფალი გოგო, უკვე თავისი აზრები აქვს და ჩვენ პატივს ვცემთ მის აზრებს. სხვათა შორის, საკმაოდ ამბიციურია, ვიზუალურად და ხასიათითაც უფრო მამას ჰგავს. რატომღაც მგონია, რომ მომავალში ძალიან კარგი რაღაცები უნდა აკეთოს.

როგორც ვიცი, თქვენ ბენდს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს…

დიახ, წლის განმავლობაში ძალიან დატვირთულები ვართ, ფაქტობრივად. არ ვისვენებ. ზოგჯერ ზაფხულში ვერსად მივდივარ დასასვენებლად. ასე ვარ გადებული ხიდად, საქართველოს ნებისმიერი რეგიონი მაქვს მოვლილი, ეს ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. დამუხტული ჩამოვდივარ ხოლმე. სხვათა შორის. ცოტა ხნის წინ გამოვიდა ჩვენი ახალი ტრეკი, ის საოცრად პოზიტიურია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები