LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ფაცაცია კოვიდით მესამედ დაინფიცირდა: „შეიძლება, მეოთხედაც დამემართოს?!..“

7621
page

თიკა ფაცაცია კორონავირუსით მესამედ დაინფიცირდა. ის სახლში გადის იზოლაციის პერიოდს და „სხვა შუადღის“ ეთერში დაინფიცირების შესახებ ჰყვება:

„რამდენჯერ შეიძლება, კოვიდი მქონდეს?!.  სამოსნებს ვუერთდები. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ გრიპის მიმდინარეობა აქვს, თუმცა რომ ვკითხულობ ჩემს სანაცნობოში, ვისაც ჰქონდა ომიკრონი, ასახელებენ ზოგად სისუსტეს, გონების გაფანტვას, მიუხედავად იმისა, რომ ადვილად მიდის, მაინც ვფიქრობ, მერე რა იქნება. ახლახან გამოვძვერი ძველი კოვიდების დატოვებული გვერდითი მოვლენებისგან… მაინც თავისას შვრება კოვიდზე ამდენი საუბარი და ინფორმაცია. როგორც კი ყელი ამტკივდა, ვიზოლირდი და გავიკეთე ტესტი. სხვა ჩემი ნაცნობებისგან განსხვავებით, მალევე ამომივიდა პასუხი. ველოდებოდი უარყოფით პასუხს, მაგრამ აქაც პოზიტიური გამოვდექი. აღარც გამკვირვებია. გარშემო იმდენად ბევრი იყო კოვიდის შემთხვევა… როგორც ჩანს, არის პერიოდები, როდესაც იმუნიტეტი ქვეითდება… ყელის ტკივილი მაქვს, ხმა მაქვს შეცვლილი, მაცემინებს და მომენტებში მეჭედება ცხვირი. როცა ვიხრები, თავი მტკივა და ამითაც მივხვდი, რომ კორონასთან მქონდა საქმე. ცუდი ის არის, რომ კარგი ამინდია და ოთახიდან მიწევს ცქერა, მაგრამ კარგი ისაა, რომ იზოლაციის ნაკლები ვადა აქვს. პირველ კოვიდებზე ორი კვირა ვიჯექი ამ ოთახში…“

საუბრის ბოლოს თიკა ფაცაციამ დაუსვა შეკითხვა ბიძინა კულუმბეგოვს, შეიძლება თუ არა, მას კოვიდი მეოთხედ დაემართოს, რაზეც ექიმმა უპასუხა: „ეს მილიონდოლარიანი კითხვაა, რომელზეც პასუხი არ მაქვს…“

თიკა ფაცაცია: „ასაკი არ ტოვებს კვალს? ამას წინათ საკუთარ თავს ეკრანზე ვუყურებდი და წამოვიძახე, ვაიმე, ვაიმე, რატომ არ გავიკეთე ბოტოქსი-მეთქი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები