რადიო „ფორტუნას“ და ნია მოძმანაშვილის გადაცემას „რას უსმენენ ცნობილები“ მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია სტუმრობდა, რომელმაც რადიომსმენელს 7 ფავორიტი სიმღერა გაუზიარა.
-თიკა, რამდენად ხშირად იცვლება შენი მუსიკალური ფლეილისტი?
მუსიკას ძირითადად მანქანაში ვუსმენ. არასდროს არ მაქვს ჩემი საკუთარი ფლეილისტი, ყოველთვის რადიო მაქვს ჩართული და განწყობის შესაბამისად ვარჩევ ტალღას. მუსიკით ვიქმნი მოტივაციას და ვივსები ენერგიით.
ეს არის მუსიკა, რომელსაც ახლა მოვისმენდი ჩემს მანქანაში. ძალიან ძველი, მსუბუქი როკ- ჟანრის სიმღერაა, ბოლო 2 წელია, რაც აღმოვაჩინე და ძალიან შემიყვარდა. მგონია, რომ ძალიან დიდი ვნების მატარებელია სიმღერაც და კლიპიც.
7.Whitesnake – is this love
გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადად უცხოურ სიმღერებს ვუსმენ, ეს ჩემს შვიდეულში ერთადერთი ქართული სიმღერაა. გამოსვლის დღიდან მიყვარს ეს სიმღერა, ყოველთვის სასიამოვნო განცდას მიტოვებს, მანდომებს სიყვარულს და ბედნიერადაც მაღიმებს. როცა ვუსმენ, მეც სულ ვყვები და ვღიღინებ.
6.მერაბ სეფაშვილი – მე შენი ღიმილი ვარ
ჩემს გულში ერთ-ერთ პირველ ადგილს პრინსი იკავებს, მართლა უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო მუსიკალურ სამყაროში, ვგიჟდები, საოცარი შემოქმედი იყო და მისი ძალიან ბევრი სიმღერა მიყვარს, მაგრამ ეს ნამუშევარი გამორჩეულად, ძალიან ემოციურია. სულ მიკვირს, 1.60 სმ. სიმაღლის კაცი, ქუსლებზე მდგომი, მაკიაჟით, საოცრად ჩაცმული, ასეთი მასკულინური ენერგიის მატარებელი როგორ იყო?!
5.Prince And The Revolution – The Beautiful Ones
მიყვარს სიმღერები, რომლითაც პირველივე მოსმენაზე ვიხიბლები და ეს სიმღერა ზუსტად ასეთია. ჩემს შვილთან ერთად ვიყავი ბრუნო მარსის კონცერტზე, საიდანაც ძალიან მოხიბლული წამოვედი. უმაგრესი ბიჭია, მისი ყველა სიმღერა ჰიტია, სტადიონი ინგრეოდა აპლოდისმენტებისგან. გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი ვოკალისტია, საოცარი ენერგია და შესრულების მანერა აქვს.
4.Bruno Mars, Anderson .Paak, Silk Sonic – Leave the Door Open
პირველივე მოსმენაზე მომნუსხა ამ სიმღერამ, ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, განსხვავებული ჟღერადობა აქვს და გადამდებია ბილის მშვიდი ენერგეტიკაც.
3.Billie Eilish – everything i wanted
ზოგადად, ძალიან მიყვარს მშრომელი ადამიანები და აღფრთოვანებული ვარ ბიონსეს შრომისმოყვარეობით. ძალიან ჭკვიანია, ძალიან სწორად ანაწილებს და იყენებს მის ენერგიას. მნიშვნელოვან შინაარსს ატარებს მისი ბევრი სიმღერა და ძალიან სამოტივაციოა. ამ კონკრეტული სიმღერის მოსმენა ძალიან მიყვარს მანქანაში, დღის პირველ ნახევარში, საოცარ ენერგიას მაძლევს და თავდაჯერებულს მხდის, ისეთ ემოციას გიტოვებს თითქოს მეფე/დედოფალი ხარ და შენს დაქვემდებარებაშია ყველაფერი.
2.Beyoncé, Shatta Wale, Major Lazer – ALREADY
ახლახან, შემთხვევით მოვისმინე ეს სიმღერა და ძალიან შემიყვარდა, კარგად ზემოქმედებს ჩემზე, იმედის მომცემია.
1.Quincy Jones feat Tevin Campbell Tomorrow A better you, better me