ეროვნული სასახლის დირექტორი, თიკა რუხაძე სოციალურ ქსელში ეკლესიაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსა და საქართველოს პატრიარქის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმიანება და აღნიშნავს:
„მედია საზოგადოების განვითარებას სარკესავით ასახავს და ქვეყნის განვითარებაზე მეტყველებს… შეხედეთ რა ხდება და შემდეგ სარკეში ჩაიხედეთ… არაფერი ჩაივლის უკვალოდ… ეს ყველაფერი უკვე ყველას გვეხება!!! სხვაზე, რომ გაჩუმდები, შენც მოგადგებიან!!! ჰო და ძვირფასო სამოქალაქო საზოგადოებავ, მე მიყვარს ჩემი პატრიარქი!!! მე მიყვარს ჩემი ქვეყნის სულიერი მამა!!! მე მიყვარს ადამიანები, პატივს ვცემ ყველა რელიგიის მიმდევრებსა და ათეისტებს, პატივს ვცემ ყველა ადამიანის არჩევანს… ამის მიუხედავად, ჩემთვის მიუღებელია, რომ საზოგადოება მუდმივად ისმენდეს წარმოუდგენლად უხამს, უღირს, ბინძურ სუბიექტურ ბოდვას… თვალებში გამოვიხედოთ, ყველამ საკუთარ თავს შევხედოთ და სანამ სხვას განვიკითხავთ აჯობებს საკუთარ თავზე ვიზრუნოთ… თუ გვინდა, რომ საზოგადოება გვერქვას, ღირსება უნდა გვქონდეს!!!“