LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიკარაძე გადადგომაზე: არ არის საჭირო ვეძებოთ რაღაც ინტრიგა, რომელიც არ არსებობს

113
ეკატერინე ტიკარაძე

„გავაკეთე უკვე კომენტარი, მგონი საკმარისი იყო, არ არის საჭირო, რომ ვეძებოთ რაღაც ინტრიგა, რომელიც არ არსებობს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხავს, თუ რატომ მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება.

ტიკარაძის თქმით, მის შემცვლელს პრემიერი დაასახელებს.

„ეს არის პრემიერის პრეროგატივა, რომ დაასახელოს და აირჩიოს მომდევნო მთავრობის წევრი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეხება კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ დაესწრო ეკატერინე ტიკარაძე მთავრობის დღევანდელ სხდომას და იყო თუ არა ეს მისი მხრიდან პროტესტი, ტიკარაძემ უპასუხა, რომ არანაირი პროტესტი არ ყოფილა და ამის საფუძველი არ არსებობს.

„პროტესტი არის დესტრუქცია. ზოგადად, მოვუწოდებ საზოგადოებას არ მიმართონ არანაირ პროტესტის ფორმას და ამას, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან ისედაც არ დავუშვებ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს წლის ბოლოს დატოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები