LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიკარაძე: ვაქცინაციას კარგი დინამიკა აქვს, უკვე აცრილია 262 ათასზე მეტი მოქალაქე

78
BeFunky-collage (4)

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესს საკმაოდ კარგი დინამიკა აქვს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სახელმწიფო გამოთქვამს მზაობას ყველა იმ პრობლემის გადაჭრისთვის, რაც კლინიკებს შესაძლოა, ჰქონდეთ. ასევე ხაზს უსვამს, რომ კლინიკების თანამშრომლობა ძალიან მაღალი ჩართულობისაა.

“დღესდღეობით ქვეყნის მასშტაბით უკვე აცრილია 262 ათასზე მეტი მოქალაქე. რა თქმა უნდა, აღნიშნული მაჩვენებელი დიდი არ არის, მაგრამ ვაქცინაციის პროცესს საკმაოდ კარგი დინამიკა აქვს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს, რაც პანდემიის მასობრივი ვაქცინაციით დამარცხებას გულისხმობს - ტიკარაძე კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება

ეკატერინე ტიკარაძე იმ კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში არიან ჩართული.

მინისტრმა ვაქცინაციის პროცესებთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 200-მდე კლინიკა, სადაც მუშაობს 281 ამცრელთა ბრიგადა.

“თითოეული ბრიგადის გამტარუნარიანობა არის 60 პაციენტი რვასაათიანი გრაფიკით. თუმცა წინა კვირაში არაერთი სამუშაო შეხვედრისას კლინიკების მხრიდან მოვისმინეთ, რომ მათ აქვთ მზაობა და შესაძლებლობა, გაზარდონ გამტარუნარიანობა როგორც ბრიგადების, ასევე შესაბამისი საათების დამატებით. ვიცით, რომ მოქალაქეების ნაწილი არის დასაქმებული. შესაბამისად, მათ ესაჭიროებათ ხელშეწყობა, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს. ამასთან დაკავშირებითაც კლინიკების მხრიდან დაფიქსირდა მზაობა.

ჩვენ ასევე გავზრდით სამუშაო საათებს. იმ რესურსით, რაც ამ ეტაპისთვის უკვე საქართველოში არის მობილიზებული, შეგვიძლია დღიურ რეჟიმში 17 000 მოქალაქის აცრა, რაც 25-დღიანი სამუშაო ჭრილის პირობებში არის ნახევარი მილიონი მოქალაქის აცრა. მიგვაჩნია, საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იქნება, თუ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და მომდევნო სამი თვის განმავლობაში ყოველთვე ავცრით ნახევარ მილიონ მოქალაქეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g