მსოფლიო 8 „გრემის” მფლობელ არტისტს, როკ-ენ-როლის დედოფლად წოდებულ, ტინა ტერნერს გლოვობს. ლეგენდარული მომღერალი 83 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
„მე რეალობას ვერ ვიღებდი“ – ტინა ტერნერის უკანასკნელი პოსტი „ინსტაგრამზე“
სოციალურ ქსელში არტისტის კოლეგებმა და მეგობრებმა გამოსათხოვარი პოსტები გაავრცელეს. ტინა განსაკუთრებულად გაიხსენა The Rolling Stones -ის ფრონტმენმა, მიკ ჯაგერმა,
„ძალიან დამამწუხრა ჩემი არაჩვეულებრივი მეგობრის, ტინა ტერნერის დაკარგვამ. ის ნამდვილად ნიჭიერი მომღერალი და შემსრულებელი იყო. თბილი, მზრუნველი და მხიარული ადამიანი გახლდათ. ტინა ბევრჯერ დამეხმარა, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და ამას არასდროს დავივიწყებ“, – წერს ჯაგერი და ფოტოების სერიას ავრცელებს.
ცნობისთვის, 1985 წელს ჯაგერი და ტინა ტერნერი ლონდონის Wembley-ის სტადიონზე აუდიტორიის წინაშე ერთად წარდგნენ და არაერთი ჰიტი შეასრულეს.