დღეს მსოფლიო 8 ,,გრემის” მფლობელ არტისტს, როკ-ენ-როლის დედოფლად წოდებულ, ტინა ტერნერს გლოვობს. ლეგენდარული მომღერალი 83 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ლეგენდარული ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა
ტინა უკანასკნელად საჯაროდ 2019 წელს, „ბროდვეის თეატრში“ გამოჩნდა, სადაც მისი ბიოგრაფიული ფილმის პრემიერა შედგა. ვარსკვლავი უკვე დასუსტებული იყო. რამდენიმე წლით ადრე მას კუჭის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მოგვიანებით მეუღლემ მას თირკმელი გადაუნერგა. ბოლო წლებში ტერნერს გადაადგილება უჭირდა. გასულ წელს გარდაიცვალა მისი ვაჟი, 62 წლის რონი ტერნერი, ამან კიდევ უფრო მეტად დაამძიმა მომღერლის მდგომარეობა.
ცნობისთვის, ტინა ტერნერი ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ დასახელებულია ყველა დროის ყველაზე წარმატებულ როკ-მომღერალ ქალბატონად და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად. მისი დისკების გაყიდული ასლების რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს. მისი მუსიკალური კარიერა 50 წელზე მეტხანს გრძელდებოდა. ტერნერი შთაგონების წყაროდ ისეთი ვარსკვლავების იქცა, როგორებიც არიან ჯენის ჯოპლინი, ბიონსე და ა.შ…
ტინა ტერნერის ვაჟი გარდაცვლილი იპოვეს
ტინა ტერნერის შესახებ გადაღებულ მიუზიკლს „სამეფო თეატრში“ აჩვენებენ