LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტინა ტერნერის ვაჟი გარდაცვლილი იპოვეს

384
page

ლეგენდარული მუსიკოსის, ტინა ტერნერის 62 წლის ვაჟი, რონი ტერნერი ლოს-ანჯელესში მდებარე სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მისი მეუღლის განცხადებით, როდესაც ის სახლში მივიდა, ის უგონო მდგომარეობაში ნახა. რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რონი ბოლო პერიოდის განმავლობაში კიბოს ებრძოდა.

ცნობისთვის, 4 წლის წინ ტინას კიდევ ერთი ვაჟი, რეიმონდ კრეიგ ტერნერი გარდაიცვალა, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ტინა ტერნერის შესახებ გადაღებულ მიუზიკლს „სამეფო თეატრში“ აჩვენებენ

ფოტო: ტინა ტერნერი სასამართლოში უჩივის მომღერალს, რომელიც მას საოცრად ჰგავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები