LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კრის მარტინის დასავიწყებლად არ გამოადგა და მიატოვა“ – დაკოტა ჯონსონი და ტაკერ პილსბერი დაშორდნენ

112
page

დაკოტა ჯონსონი და მისი შეყვარებული, მუსიკოსი Role Model, რომლის ნამდვილი სახელიც ტაკერ პილსბერია, ერთმანეთს დაშორდნენ. მათი რომანი ერთ წელზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა.

36 წლის ვარსკვლავმა და 29 წლის მუსიკოსმა ურთიერთობა, როგორც ჩანს, უკვე გარკვეული პერიოდის წინ დაასრულეს. ამის შესახებ წყარომ გამოცემა People-ს განუცხადა.

დაშორებამდე მათი ურთიერთობა საკმაოდ აქტიურად ვითარდებოდა. ცოტა ხნის წინ არტისტმა მესამე სტუდიური ალბომი, Chuck Timely & the Hourglass, გამოუშვა. ალბომის გამოსვლამდე მუსიკოსმა დაადასტურა, რომ დაკოტა ჯონსონი მისი მეოთხე ტრეკის, Love I You-ს ჩაწერაში მონაწილეობდა და სიმღერაში მისი ხმის ჩანაწერიც ჟღერს.

„კრის მარტინის დასავიწყებლად არ გამოადგა და მიატოვა“, – ასე შეაფასეს მედიაში აღნიშნული ამბავი.

„შესანიშნავი ჩანაცვლება” – დაკოტა ჯონსონისა და ტაკერ პილსბერის რომანი დადასტურდა

ცნობისთვის, დაკოტა ჯონსონისთვის ეს კრის მარტინთან ხანგრძლივი ურთიერთობის დასრულების შემდეგ პირველი გახმაურებული რომანი იყო. მსახიობი და Coldplay-ის ფრონტმენი რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, სანამ 2025 წელს საბოლოოდ დაშორდებოდნენ.

„მარწუხებისგან განთავისუფლებული ქალის ლუქი“ – დაკოტა ჯონსონი მსოფლიოს აჩვენებს, თუ რა დაკარგა კრის მარტინმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები