„ეუთო-ოდირთან ძალიან ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება მაკავშირებს, დადასტურებულად შემიძლია, გითხრათ, რომ ასეთ მოკლე ვადაში სრულფასოვანი მისიის დაკომპლექტება, შეუძლებელია“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს რუსულ სპეცოპერაციაზე არანაირი საერთაშორისო დამკვირვებლის ყოლის სურვილი არ ჰქონდა. ეს არის ივანიშვილის მორიგი ტრიუკი, რომ მიიღოს ლეგიტიმაცია, რომელსაც გარწმუნებთ, ვერ მიიღებს ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ.
ჩვენ გვაქვს თავისუფალი არჩევანი, გამოვხატოთ ჩვენი ნება რუსთაველის გამზირზე ჩვენი პროტესტით ერთიანობით, სიმტკიცით, პრინციპულობით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ პრინციპულ არჩევანს გააკეთებს და არ გახდება ივანიშვილის რუსული სპეცოპერაციის თანამონაწილე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ს სადამკვირვებლო მისიის მოწვევის წერილით მიმართა.