LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: „ევროკავშირის ელჩთან საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საერთაშორისო გამოძიება – რა მექანიზმის გამოყენება მოხდება ტოტალური საარჩევნო შედეგის მიტაცების ოპერაციის შესასწავლად, ამაზე უახლეს მომავალში შეჯერდებიან ევროკავშირში“

118
თინა ბოკუჩავა

„მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოძიება და მიგვაჩნია, რომ ამაში ევროკავშირმა წამყვანი როლი უნდა ითამაშოს“ – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარი ბოკუჩავამ, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი განმარტებით, საუბრის ერთ-ერთი თემა, 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო გამოძიება იყო. ბოკუჩავა ამბობს, რომ საერთაშორისო გამოძიებისთვის ევროკავშირმა წამყვანი როლი უნდა ითამაშოს.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, „რა მექანიზმის გამოყენება მოხდება, საარჩევნო შედეგის ტოტალურად მიტაცების ოპერაციის შესასწავლად, ამაზე უახლეს მომავალში შეჯერდებიან ევროკავშირში“:

შარლ მიშელი: „არსებობს სერიოზული ეჭვები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც გამოძიებას მოითხოვს… ამ პროცესთან დაკავშირებით სიცხადე გვჭირდება“

„შევაფასებთ არსებულ მდგომარეობას და ევროპელი ლიდერები მკაფიო მესიჯს გააგზავნიან“ – ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

„საუბრის ერთ-ერთი თემა, ნამდვილად საერთაშორისო გამოძიება იყო იმიტომ, რომ ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ივანიშვილის პროკურატურა, რომელიც თანამონაწილე იყო სისტემური გაყალბების ოპერაციის, ვერ გამოიძიებს თავისივე დანაშაულს…

მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოძიება და მიგვაჩნია, რომ ამაში ევროკავშირმა წამყვანი როლი უნდა ითამაშოს, გამომდინარე იქიდან, რომ ქართველი ხალხის ძალისხმევით, საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა გახდა და შესაბამისად გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, გააუქმოს თუ არა ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა, დაუწესოს თუ არა ბიძინა ივანიშვილისა და მის გარემოცვას პერსონალური სანქციები – ყველა ეს გადაწყვეტილება უნდა დაეყრდნოს საარჩევნოდ მიღებულ ინფორმაციებს, რასაც პროკურატურა ვერ და არ მიაწვდის, რადგან თავად არის იმ სპეცოპერაციის მთავარი მონაწილე, რომლითაც ბიძინა ივანიშვილმა ხალხს არჩევნები მოჰპარა.

სხვადასხვა მექანიზმი არსებობს, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე ევროკავშირის საგარეო მინისტრები შეიკრიბებიან, რომლებსაც აღნიშნული გადაწყვეტილებებს მიღება შეუძლიათ, პოლიტიკური ნება ფაქტია არსებობს, არცერთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, უმცირესი გამონაკლისების გარდა არ ულოცავს და არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას. ცივილური სამყარო კარგად ხედავს, რომ ეს არის იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი არჩევნები. კონკრეტულად რა მექანიზმის გამოყენება მოხდება, ამ ტოტალური საარჩევნო შედეგის მიტაცების ოპერაციის შესასწავლად, ამაზე უახლეს მომავალში შეჯერდებიან ევროკავშირში.

ჩვენი და არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებულებებთან ერთად, შესაძლოა, დამატებით თავად ევროკავშირის მხრიდან ამგვარი მტკიცებულებების მოძიებაც განიხილონ“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g