„სანქციები არის დასავლეთის ყველაზე ძლიერი წნეხის ინსტრუმენტი, იმისათვის, რომ ზეგავლენა მოახდინოს ანტიდემოკრატიულ, ანტიევროპულ, ანტიქართულ პროცესებზე – პაპუაშვილი უკვე კომიკური, ჩამოყალიბებული დიქტატორის განცხადებებს აკეთებს“, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა „პალიტრანიუსის“ ეთერში სანქციებზე, მათ შორის პოლონეთის მხრიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენლის მიმართ შემოღებულ აკრძალვაზე გააკეთა კომენტარი.
პოლონეთი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს
ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ვიცით, რომ ევროკავშირის მხრიდან ფინანსურ სანქციებს გარკვეული წინააღმდეგობა ხვდება, ორბანი ვეტოს უფლებას იყენებს, თუმცა მათ შეუძლიათ, ეროვნული უფლებამოსილების ფარგლებში ეს პრეროგატივა გამოიყენონ. პოლონეთის მხრიდან სანქციები მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნების“ მხრიდან გვახსოვს განცხადებები, რომ – სანქციები არ მუშაობს, მაგრამ მათი რიტორიკა შეცვლილია. პაპუაშვილი უკვე კომიკური, ჩამოყალიბებული დიქტატორის განცხადებებს აკეთებს, ბუნებრივია, დიქტატორი არ არის, ის ბიძინა ივანიშვილის პაიკია და უმნიშვნელო მსახური. მათი განცხადებები გვახსოვს, რომ ვითომ სანქციებს არანაირი ეფექტი არ აქვს, რომ სანქციების მხრიდან გამოწვეულ დისკომფორტს ვერ გრძნობენ და დღეს კი ქვემეხებად ეჩვენებათ. ამ ადამიანებს აქვთ ბევრი ფული. ბიძინა ივანიშვილის სანქციების პარანოიდული შიში აქვს, ასევე მის გარემოცვას, მათ კი ეს ფული ძალიან ბევრი საბიუჯეტო კორუფციით დააგროვეს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შალვა პაპუაშვილი: „უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს – ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!“
შალვა პაპუაშვილის თქმით, უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და მათ ეკონომიკაში ფულის შეტანას.
ბოკუჩავა ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების შესახებ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.
„ეს პრივილეგია კონკრეტულ ღირებულებებსა და ფასეულობებზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს ღირებულებები ივანიშვილის „რუსული ოცნების“ მხრიდან ყოველდღიურად ირღვევა და ფეხ ქვეშ ითელება. ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც „ვარდების რევოლუციისა“ და მას შედეგ გატარებული რეფორმების შედეგად მივიღეთ. ამიტომ ჩვენ ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას არ უნდა შევეგუოთ, რომ ევროპაში მოგზაურობისთვის 6 თვე რიგში ვიდგეთ. 2010-2011 წლებში მიმდინარეობა აშშ-სთან მოლაპარაკებები, რომ უვიზო მიმოსვლა ყოფილიყო, მაშინ კი ქართული დიპლომატია ეროვნული ინტერესებისთვის მუშაობდა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავამ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას მისვლა შეაფასა.
თეა წულუკიანი: „მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ მუშაობს მუმიად, ის ისტორიაში ვერ შევა როგორც აღმაშენებელი, არამედ შევა როგორც მწამებელი, მკვლელი და ქონების რეკეტიორი, ბიზნესის მჩაგვრელი – მისი ადგილი არის საკანში“
„ერთ დოკუმენტში იქნება თავმოყრილი თითქმის ყველა ის უბედურება, რომელიც მისი დავალებით, მისი შემოქმედებით თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და არაერთ ოჯახს“
„გიორგი გახარიას ჩემგან მწვავე კრიტიკა არ უნდა გაუკვირდეს. მისი მხრიდან კომისიაზე მისვლა იყო უდიდესი პოლიტიკური და მორალური შეცდომა და იმ ერთადერთი შეთანხმების დარღვევა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის საკოორდინაციო ფორმატში მივიღეთ. გახარიას რატომღაც ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს, შეუძლია, რომ რაღაც გადაწყვეტილებების ნაწილი იყოს, შედეგ ეს შეთანხმება დაარღვიოს და სანაცვლოდ არანაირი ფასი არ გადაიხადოს. მივიდეს წულუკიანთან და „ნაციონალურ მოძრობაზე“ ილაპარაკოს. რა გაუკეთებია მას „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტი? მე ვითხოვდი კომისიის შექმნას მაჩალიკაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, იქ დანაშაული მოხდა, რომლის მონაწილეც ის არის, იგივე ია კერზაიას საქმეზე, რომელშიც გიორგი გახარიას ხელი ურევია და 20 ივნისთან დაკავშირებით”, – განაცადა თინა ბოკუჩავამ.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საქართველოს ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერას ცდილობენ.
„ისინი ისტორიის გადაწერას ცდილობენ და ეს მიზანი ხილული კომისიით გახდა, რომლის მიზანი რუსული ვერსიით საქართველოს ისტორიის გადაწერაა. ის, რომ ანწუხელიძეს ანტიგმირად აცხადებდე და ამ ადამიანთან სიტყვა „პიარი“ თავში მოგივიდეს, ის, რომ 9 აპრილთან დაკავშირებით რუსეთი ვერ ახსენო და რაღაცების ბოდვა დაიწყო, ეროვნული იდენტობის წაშლაა.
„ქართველობას გვართმევენო“ – სააკაშვილზე ამბობდნენ, რაც რუსული ნარატივი იყო. რუსებს აქვთ ჩამოყალიბებული პროზიცია, თუ რა უნდა იყოს ქართველობა, რომ ეს არის რუსის მონობა და „გამრთობობა“, როგორც პოზნერს დახვდნენ. სინამდვილეში ქართველობას ესენი გვართმევენ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.