LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე: ამ მოსმენით არაფერი დაშავდება, თუმცა კონკრეტულ შედეგზე გასვლის მოლოდინი არ მაქვს

77
თინა-ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას მოსაზრებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსმენით არაფერი დაშავდება, თუმცა, კონკრეტულ შედეგზე გასვლის დიდი მოლოდინი მას არ მაქვს.

დეპუტატი ამ განცხადებით პარტია „ლელოს“ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ამ პარლამენტს არანაირი უფლებამოსილება და ანგარიშვალდებულების მექანიზმები, რომელიც ნორმალური წესწყობილების სახელმწიფოში უნდა არსებობდეს, არ გააჩნია.

დეპუტატის აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ბერკეტებს აქამდეც აამუშავებდა, მათ შორის, სუს-თან მიმართებაში, რომელიც პარლამენტთან კონსტიტუციურად ანგარიშვალდებული უნდა იყოს.

„აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტის წევრების და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების უშუალო დაქვემდებარებაში არიან ბიძინა ივანიშვილის და მის განკარგულებებს აღასრულებენ. ამ თვალსაზრისით, არაფერი სიახლე არ არის, უშუალოდ ამ მოსმენით არაფერი დაშავდებოდა, უბრალოდ კონკრეტულ შედეგზე გასვლის მოლოდინი არ გამაჩნია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ არჩევნების შემდეგ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ბოკუჩავას აზრით, არჩევნების შემდეგ „ოცნების“ ერთადერთი დავალება ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა იქნება.

ფარული მასალების გავრცელების საკითხზე საპარლამენტო სხდომა შესაძლოა არჩევნების შემდეგ ჩატარდეს: კახა კუჭავა

„არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ერთადერთი პოლიტიკური დავალება ქართველი ხალხის მხრიდან ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის მნიშვნელობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ენმ-ს ლიდერი ასევე გამოეხმაურა ქვეყნის მასშტაბით გამოკრულ ბანერებს, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“ ბოკუჩავას თქმით, პანდემიიდან გამოსავალი არის ვაქცინაცია და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას სწორი პოზიციონირება უნდა ჰქონდეს.

„როდესაც სახელმწიფო ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის განკუთვნილ ბანერებს ანაცვლებს საკუთარი „გაბანკროტებული“ პოლიტიკური ლიდერების პორტრეტებით ან ძალადობისკენ მიმართული პლაკატებით, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ხელისუფლების გამრუდებულ პრიორიტეტებზე მეტყველებს, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არაფრად უღირს“ , – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია: ნიკა მელია

magti 5g