LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია: ნიკა მელია

71
ნიკა მელია

„მე პირადად, უბრალოდ, წინააღმდეგი ვარ, რომ 2 ოქტომბრამდე იმ თავყრილობაში მონაწილეობა მივიღოთ – 2 ოქტომბრამდე ყველაფერს აზრი დაკარგული აქვს,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამ განცხადებით მელია „ლელოს“ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პარტია ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს.

ნიკა მელიას თქმით, ქვეყანაში ყველაფერი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს გადაწყდება და ქართველმა ხალხმა გამარჯვება ერთად უნდა იზეიმოს, მანამდე კი, როგორც ეს ენმ-ს ლიდერმა თქვა, ველზე სამუშაო ძალიან ბევრია.

„ორი ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჩაინიშნება ახალი არჩევნები და აუცილებლად ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, იქ ნამდვილად უნდა გაიმართოს ყველა დისკუსია, შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისიები, თუ საჭირო იქნება და ა.შ.

2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია.

უმრავლესობა მათგანი არის კანდიდატი, რაიონებში ველად არიან გასულები და თითოეული დღე არის საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ეს ადამიანები აქტიურ მუშაობას მოწყდნენ, თბილისში ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ. 2 ოქტომბერს ყველაფერი გადაწყდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

თუ პარლამენტის თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარს იტყვის, აღიარებს, რომ ფარულ მოსმენასთან დაკავშირებული დანაშაულის მონაწილეა – სამადაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g