LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ პარლამენტის თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარს იტყვის, აღიარებს, რომ ფარულ მოსმენასთან დაკავშირებული დანაშაულის მონაწილეა – სამადაშვილი

62
სალომე სამადაშვილი

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუკი პარლამენტის თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარს იტყვის, მაშინ ის უკანონო ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს.

დეპუტატის აზრით, ამ შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ პირადად ის და უმრავლესობის ყველა წევრი ამ დანაშაულის მონაწილე არიან.

სამადაშვილის განცხადებით, საგანგებო სხდომის მოსაწვევად დეპუტატთა ხელმოწერების ნაწილი შეგროვდა, რაც საჭირო რაოდენობის ნახევარზე მეტია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, დანარჩენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ხელმოწერებს ელოდებიან.

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს უთხა, მას არ მესმის, რატომ ჰქვია ვინმეს პარლამენტის წევრი და რატომ იღებს ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუკი პარლამენტის საგანგებო სხდომის გამართვას მხარს არ უჭერს.

დეპუტატის განცხადებით, ყველა, ვინც პარლამენტში ხალხის წარმომადგენლად მიიჩნევს თავს, არსებულ ვითარებაში საგანგებო სხდომის მოწვევას გადაუდებელ საქმედ უნდა მიაჩნევდეს.

„გასულ დღეებში ყველამ ნათლად დაინახა, რომ ადგილი აქვს სახელმწიფოს ჩამოშლას. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია ერთადერთი რამით – ჩვენი თანამოქალაქეების, დიპლომატიური კორპუსის ტოტალური მოსმენით, თვალთვალითა და მიყურადებით.

ის, რაც ჩვენ დავინახეთ, არის არა მხოლოდ შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელი, რეალური საფუძველია იმისა, გადადგეს არა მხოლოდ სუს-ის ხელმძღვანელი, არამედ მთავრობის მთელი შემადგენლობა.

ამიტომ დღეს მე ვერ ვხედავ, რა შეიძლება იყოს პარლამენტის უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელსაც კონსტიტუციით მთავრობის კონტროლი ევალება, გარდა იმისა, რომ უახლოეს დღეებში შევიკრიბოთ, ამ თემაზე პოლიტიკური დებატები მოვაწყოთ, მოვიწვიოთ სუს-ის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი და ყველა სხვა პირი, ვისაც საჭიროდ ჩავთვლით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ღარიბაშვილი და ლილუაშვილი ფაილების ავთენტურობის დადგენისთანავე უნდა გადადგნენ – ჯაფარიძე

magti 5g