LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტინა, გამოჩნდი“ – ვენსან კასელი და ნარა ბაპტისტა წითელი ხალიჩიდან ერთობლივ ფოტოებსა და ვიდეოებს ავრცელებენ

227
page

ვენსან კასელმა ექს-მეუღლის „ორეული“, ნარა ბაპტისტა „კანის“ 77-ე კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გამოაჩინა. ეს წყვილის პირველი ოფიციალური გამოჩენა არ გახლავთ. პირველად 57 წლის ვენსანი და 27 წლის ნარა წლის დასაწყისში, „პარიზის მოდის კვირეულზე“ მივიდნენ.

ამ დღეს ნარას გრძელი შავი კაბა ამშვენებდა, ვენსანი კი ლურჯ კოსტიუმში იყო გამოწყობილი. მოგვიანებით, ვენსანმა და ნარამ ერთობლივი ფოტოებისა და ვიდეოების სერია ინსტაგრამზე გაავრცელეს, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

„ტინა, გამოჩნდი“, „სად არის ტინა კუნაკი?“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, კასელის ყოფილი ცოლი, კანის კინოფესტივალზე ჯერჯერობით არ დაუფიქსირებიათ.

2018 და 2024 – ვენსან კასელმა წითელ ხალიჩაზე ნარა ბაპტისტასთან ერთად გაინავარდა

ფოტო/ვიდეო: „ველით ტინას რეაქციას“ – 56 წლის ვენსან კასელისა და 28 წლის ნარა ბაპტისტას პირველი გამოჩენა გლამურულ ღონისძიებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები