LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა იოსებიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა: თბილისი ენერჯი

469
აა

თინა იოსებიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. ინფორმაციას თბილისი ენერჯი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, მეზობელმა გაზის სუნი იგრძნო სადარბაზოში და 114 დარეკა. თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის ბიჭებმა ადგილზე მისვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ გაზის სუნი დაკეტილი ბინიდან გამოდიოდა.

„აღმოჩნდა, რომ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა და გაზის დანადგარები მოხნილი იყო. ღიად დატოვებული რეზინის მილიდან კი გაზი ჟონავდა. Რომ არა ყურადღებიანი მეზობლები კორპუსი დიდი ალბათობით აფეთქდებოდა.

Მადლობა კორპუსის მცხოვრებლებს ვინც ოპერატიულად დაგვირეკა 114 ში და შემთხვევის შესახებ შეგვატყობინა.

Სტატისტიკურად გაზით აფეთქების შემთხვევები ყოველთვის ხდება ადამიანების უყურადღებობით, Რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებას“, – წერია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g