LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელი : ევროატლანტიკური არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება

54

საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ამ ქვეყანაში საზოგადოება შეთანხმებულია ერთ ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებაზე, რომ საქართველო უნდა დაბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახში, საიდანაც ის ხელოვნურად, ძალადობრივად მოწყვიტეს. ეს გზა არ არის მარტივი, ამ გზაზე ორი ათეული წელია ჩვენი მოქალაქეები – სამხედროები და სამოქალაქოები შეუპოვრად იბრძვიან, ეს არ არის მარტივი გზა, არ ყოფილა მუდამ მშვიდობის გზა. სამწუხაროდ, ამ 25 წლის მანძილზე საქართველომ ბევრი მძიმე ომი გამოიარა და როგორც ჩანს, არც შემდეგი წლები იქნება მარტივი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g