„ეს მშიშარა. 12 არა 32. და კიდევ მანამდე ხელს მოვუწერ კის პრემიერობაზე და ლეგიტიმაციაზე. ფორმატი არის ერთი – ერთი – ერთზე ტელევიზიაში, ლოგიკური არჩევანია საზმაუ. სულ ეს არის. ან მოდის ან უბრალოდ მშიშარაა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ა/ო „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი, თინა ხიდაშელი წერს.
აღნიშნულით ხიდაშელი ირაკლი კობახიძეს ეხმაურება, რომელმაც მას, ასევე, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძესა და პარტია გირჩს დებატებისთვის, ჯამში, 11-12 კაცის მიყვანა შესთავაზა.
ინფორმაციისთვის: ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეტალებთან დაკავშირებით პარტია განცხადებას მალე გაავრცელებს:
„სამი სუბიექტია – ჯანელიძე, ხიდაშელი და „გირჩი“, მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილსა და ფორმატს“ – პრემიერი საჯარო დისკუსიაზე
კობახიძის განმარტებით, მთლიანობაში მეორე მხარეს 11-12 ადამიანი უნდა წარმოადგენდეს.
„არის სამი სუბიექტი: მიხეილ ჯანელიძე, თინა ხიდაშელი და გირჩი. მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, ჩვენ შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილს, ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება, მათ შორის, მთელი ამ 4 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.