LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელი: “ნუ ეძებთ იდეალურ პოლიტიკურ ძალებს, ასეთს ვერ იპოვით ვერსად…”

202
untitled-2021-09-12-17-59-06-359384

თინა ხიდაშელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ წელს იმის გამო, რომ საზღვარგარეთ იმყოფება, ხმის მიცემა არ შეუძლია, თუმცა ხიდაშელი ამავე პოსტს სხვებს მოუწოდებს მივიდნენ არჩევნებზე.

“რაც სრულწლოვანი გავხდი პირველი არჩევნებია ხმას ვერ ვაძლევ, რადგან ქვეყანაში არ ვარ ? სასწაული განცდა მაქვს, თითქოს სამშობლოს ვღალატობ!

გულმა როგორ უნდა გაგიძლოს სახლში დარჩე არჩევნების დღეს? მით უფრო დღეს? იმ ყველაფრის შემხედვარემ რაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ხდება, მგონი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მორიგ ჯერზე არ გადავჩეხოთ ქვეყანა სიძულვილისა და ანგარიშსწორების მორევში.

ახალი ძალების, ახალი იმედის დრო უნდა დადგეს! პარტიების, რომლებიც არც ბიძინა-“დამფუძნებლის” და არც მიშა-“შემქმნელის” ორბიტაზე არ ტრიალებენ.

ძალაუფლებით შეპყრობილებს და ატაცნილებს საკადრისი პასუხი უნდა გასცეს ამომრჩეველმა! ძალაუფლება უნდა განაწილდეს! შეპყრობილებს ლაგამი უნდა ამოსდოს ამომრჩეველმა!

ნუ ეძებთ იდეალურ პოლიტიკურ ძალებს, ასეთს ვერ იპოვით ვერსად. არჩევანი ნამდვილად გვაქვს, ბევრი ახალი და იმედის მომცემი პარტიაა დღეს ქვეყანაში. მთავარია არ დავრჩეთ სახლში და შანსი მივცეთ სიახლეს!”,- წერს თინა ხიდაშელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g