თინა ხიდაშელი კორონავირუსისგან გამოწვეულ მძიმე გართულებებს დღემდე მკურნალობს. ახლახან მან გულშემატკივრისთვის ახალი ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნავს:
„ცოტაოდენი სიახლეები გულშემატკივრებს ❤
კეთილი ადამიანების, მეგობრების და ბევრი კარგი ხალხის რჩევის, თხოვნის, მოთხოვნის და დახმარების შედეგად ვიმყოფები გერმანიაში კვლევებზე და ფეხზე დადგომა/გამოჯანმრთელების გზების დასადგენად.
მიუხედავად ბევრი დიდი თუ პატარა პრობლემისა, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ. თუმცა, წინ ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა…
ყველას, ნაცნობებს და უცნობებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვინც ვინც მწერთ, მეხმიანებით და მუდმივად კითხულობთ ჩემს ამბავს“.
