LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელი: „თუ ოდესმე, წლების შემდეგ ვინმე იკითხავს, როდის დადგა საქართველოში დიქტატურა, თამამად შეგიძლიათ უპასუხოთ, რომ ის დადგა 2025 წლის 22 მაისს“

125
თინა ხიდაშელი და ზურაბ ჯაფარიძე

„თუ კი ოდესმე წლების შემდეგ ვინმე იკითხავს, როდის დადგა საქართველოში დიქტატურა, თამამად შეგიძლიათ უპასუხოთ, რომ ის დადგა 2025 წლის 22 მაისს“, – ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.

არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო ბრიფინგზე ხიდაშელმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება შეაფასა და თქვა, რომ „ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების კლასიკური შემთხვევა“:

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში არ მივალ სასამართლოში…არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას“ – ნიკა მელია

„საქართველოში ყოველდღიურად პოლიტპატიმრების რაოდენობა იზრდება. ამ ქვეყანაში ყოველდღიურად ადამიანები ციხეში მიდიან, იმიტომ, რომ განსხვავებულად ფიქრობენ, რადგან მათ აქვთ გამბედაობა რეჟიმს დაუპირისპირდნენ და იმ ხელოვნურად შექმნილ ტყუილ ნარატივებს არ ეგუებიან, რომელსაც „ქართული ოცნება” იგონებს.

ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი მთელი ქართული საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს. იმიტომ, რომ ის არის მოქმედი პოლიტიკური ლიდერი. ეს არის კლასიკური შემთხვევა პოლიტიკური ანგარიშსწორების და პატიმრობის.

ზურაბ ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა – ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაადეს.

ჩვენ, პირველად საქართველოს ისტორიაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქმედი პოლიტიკოსი საქართველოს ციხეში მივიღეთ. ასეთი რამ ჯერჯერობით საქართველოში არ მომხდარა. ის პარლამენტიდან რომ არ წასულიყო, ჩვენ გვეყოლებოდა პარლამენტის წევრი ციხეში, იმიტომ, რომ რეჟიმს არ დაემორჩილა.

„ზურა ჯაფარიძის მეუღლე ჩემი ყოფილი თანამშრომელია, გამორჩეულად პროფესიონალი, პატრიოტი დიპლომატი, ჯერ სამსახურიდან გააგდეს, ახლა ქმარი დაუპატიმრეს“ – სალომე სამადაშვილი

თუ ვინმე საქართველოში სრულ ჭკუაზე მყოფი მეტყვის, რომ არსებობს რაიმე კავშირი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მომხდარ დანაშაულებზე ზურაბ ჯაფარიძის, როგორც ან მონაწილის, ან მოწმის, ან რაიმე სხვა სტატუსით დაბარების, გამოკითხვის შესახებ, მაშინ ასეთივე წარმატებით ამ ქვეყანაში ნებისმიერი მოქალაქე შეუძლია თეა წულუკიანმა დაიბაროს და პასუხად თუ მიიღებს – „მე რა შუაში ვარ, არ მოვდივარ“, ციხეში ჩასვას. ამ მასშტაბის უსამართლობასთან გვაქვს საქმე. გარდა იმისა, რომ ტიპიურ, კლასიკურ, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ვუყურებთ. ამიტომ ეს რეჟიმი სახიფათოა.

იმდენად არარსებული შემადგენლობიდან გაჩნდა პატიმარი, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რეჟიმმა ხელი მოკიდოს, ციხეში ჩასვას და შემდეგ თავი ამართლებინოს, რომ გვირაბი ბომბეიდან ლონდონამდე არ გაჰყავდა.

თუ კი ოდესმე წლების შემდეგ ვინმე იკითხავს, როდის დადგა საქართველოში დიქტატურა, თამამად შეგიძლიათ უპასუხოთ, რომ ის დადგა 2025 წლის 22 მაისს“. – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

⭕⬇ „ვაგრძელებთ ბრძოლას საბოლო გამარჯვებამდე. ვაგრძელებთ ბრძოლას ზურასთვის, ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოსთვის,“ – ამის…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on Friday 23 May 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g