”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში 5 კითხვას სვამს:
”მე იმ ღამეს იქ ვიყავი. მერე რამდენიმე დღე რაიონ-რაიონ ვეძებდით ნაწამებ ადამიანებს ელჩებთან ერთად. ეს ამბავი ყველამ იცის, ამიტომ კადრების ნახვა არ მჭირდება ამ საშინელების აღქმის და პასუხისმგებლობის მოთხოვნისთვის.
მხოლოდ ხუთი კითხვა მაქვს, მაინც ხუთოსნები გახდით:
1. როდის მიიღო პროკურატურამ ეს მტკიცებულება? საქმეში უნდა ეწეროს და გვითხარით;
2. იმათ თუ ჰკითხეთ სიაში და ოლქებში მსუყედ რომ გყავთ წარმოდგენილი, ამ წამების რეჟიმის წარმომადგენლები, მეგობრები, დამფინანსებლები, გულმხურვალე მხარდამჭერები, ხელისგადატყავებამდე ტაშისმკვრელები?
3. ეს საქმე მურუსიძეს უნდა განასჯევინოთ?
4. რატომ იყავით წინააღმდეგი სწორედ ამ და მსგავს საქმეებზე საგამოძიებო კომისიის და სისტემური დანაშაულისთვის სახელის დარქმევის?
5. ვინ მოკლა ნიკა კვინტრაძე? ამას საპრეზიდენტო არჩევნების წინ გვანახებთ კინოში?
არანაკლები სირცხვილია ადამიანების ტრაგედიით, სახელმწიფოთი მანიპულაცია”