LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელის თქმით, საარჩევნო სპეცუბნები უწყებაში არ იქნება

62

თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მის უწყებაში არანაირი საარჩევნო სპეცუბანი არ იქნება. თინა ხიდაშელის თქმით, ის, რომ თავდაცვის ობიექტებში სპეცუბნები არ იქნებოდა, მინისტრად დანიშვნისთანავე განაცხადა.

„ჩვენ ვიმუშავეთ ყველა უწყებასთან და მივედით შეჯერებულ ვერსიასთან, რომელიც პარლამენტში არის წარდგენილი. თავდაცვის სამინიტროში საერთოდ არ იქნება არანაირი სპეცუბანი და ეს არის ყველაზე სწორი, დემოკრატიული და ცივილიზებული ფორმა, რომელიც ძალიან ბევრი წელია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასეთი პოლიტიკური ნება არ არსებობდა. ერთადერთი გამონაკლი არის ავღანეთი. მე ვფიქრობ აქ კითხვის ნიშნები არ არის და ამის მიზეზი გასაგებია. სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში მაგალითად, იგივე საავადმყოფოში მყოფ პირებთან დაკავშირებით, იქნება ჩვეულებრივი გადასატანი ყუთის პრინციპი, როგორც ნებისმიერ სამოქალაქო ვითარებაში ხდება, როდესაც ადამიანთან სახლში მიდიან და იქვე აძლევენ ხმას. ამ შემთხვევაში ჰოსპიტალში მივლენ და იქ მისცემენ ხმას. სხვა ყველა შემთხვევაში, თავდაცვის უწყებაში არავითარი სპეცუბანი აღარ იქნება და ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა, რომელიც არჩევნებამდე უნდა შესრულებულიყო და ჩვენ უზრუნველყავით ამის შესრულება“, – განაცხადა ხიდაშელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g