„ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟებისთვის სოცქსელებში თაყვანისმცემლები სხვადასხვა გვერდს ხსნიან. ერთი ასეთი გვერდი ანკასა და ცოტნეს, ანუ თინა მახარაძისა და გიორგი ბახუტაშვილის პერსონაჟებს ეძღვნება.
ამ გვერდმა ახლახან სერიალიდან თინა მახარაძის, ანკას პერსონაჟის უცნაური სიცილის კოლაჟი გააკეთა და გამოაქვეყნა. თინას, როგორც ჩანს, ძალიან მოეწონა ეს კოლაჟი და საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გააზიარა.
თინას ამ ვიდეოს გაზიარების შემდეგ უწერენ: „რა საყვარელი სიცილი გაქვს“, „მე უფრო კარგად ვიცინი“, „მაგარი სახე გაქვს, რომ იცინი“.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/306813452822251/videos/392325200937742/?__mref=message_bubble” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]