LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინათინ ჩხვიმიანი: „დადგება დრო, ნიკოლოზ წულუკიძე წაიკითხავს ყველაფერს, რაც იწერება და რით ვანუგეშებთ, რომ ღმერთი არ არის?!“

2067
TinaTini

10 წლის წინ 17 წლის ბერი, ანდრია მძიმე სენით გარდაიცვალა. მისი დედა, თინათინ ჩხვიმიანი, რომელიც ბერი ანდრიას სახელობის ფონდს უდგას სათავეში და პატარა ონკოპაციენტების მკურნალობასა და შემდგომ რეაბილიტაციაზე ზრუნავს, ჟურნალ „სარკესთან“ ცნობილი ტელეწამყვანის, ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება:

„მიფრენილა ანგელოზად, უფალს უზის კალთაში“ – პაატა გულიაშვილმა ნიკოლოზ წულუკიძის შვილს ლექსი მიუძღვნა

„მიყვარს ნიკოლოზი, არაჩვეულებრივი ადამიანია. ის არა მარტო მე, მთელ საქართველოს უყვარს. მართალია, ახლა ვერ წაიკითხავს ამ ყველაფერს, რაც იწერება, მაგრამ დადგება დრო, ამ პოსტებს გაეცნობა და რით ვანუგეშებთ, რომ ღმერთი არ არის?

მე ეს ძალიან მეტკინა. ჩვენ, შვილმკვდარი მშობლები, ვინც გადავრჩით, ვინც ვერ შევძელით თავის მოკვლა, ვერ ჩავიდინეთ ეს ცოდვა, ვინც დავდივართ, ვარსებობთ, ნუგეში ვიპოვეთ ღმერთში, რწმენაში, იმაში, რომ ჩვენი შვილი კი არ მოკვდა, გარდაიცვალა, ამაღლდა ცად, უფლის გვერდით დაიმკვიდრა ადგილი, რომ ჩვენ მას აუცილებლად შევხვდებით, რომ ჩვენი სულიერი კავშირი არ გაწყვეტილა. ამ დროს როცა გვეუბნებიან, ღმერთი არ არისო, რაზე მიგვანიშნებენ?!

იმიტომ დავწერე პოსტში, რომ ღმერთი არის, სამოთხეც, ჩემი შვილიც და ის ანგელოზებიც სამოთხეში არიან. ნუგეში არსებობს და რომც არ არსებობდეს, ადამიანებო, თქვენ უნდა მოგვცეთ ეს ნუგეში, რადგან სამწუხაროდ, უბედურებები ხდება, მშობლები კარგავენ შვილს და ამ შვილდაკარგული მშობლებისთვის ნუგეში სხვა ადამიანები და უზენაესი ღმერთია…“

ზუსტად ვიცი ღმერთი არსებობს, სამოთხე არსებობს იქ არის ჩემი შვილი და კიდევ ბევრი ანგელოზი… დრო მოვა და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით – ბერი ანდრიას დედა

ვიდეო/ნიკოლოზ წულუკიძის თანაწამყვანების მიმართვა: „შენ გარეშე ეს სტუდია საშინლად ცარიელია… ისე, როგორც არასდროს, ჩვენ გელოდებით აქ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g