LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიფრენილა ანგელოზად, უფალს უზის კალთაში“ – პაატა გულიაშვილმა ნიკოლოზ წულუკიძის შვილს ლექსი მიუძღვნა

17097
ნიკა და პაატა

მსახიობი პაატა გულიაშვილი ტელეწამყვანისა და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის შვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, ლექსს უძღვნის.

„პატარა კიტა წულუკიძეს?

დარი ბინდში გაიხლართა,
სულში ბზარი ახალი,

შენს ბაგეზე თოვლი დადნა,
ცრემლად მოდის ზამთარი,

დამხობილა სევდა ლხინთან,
ვერ უშველა ბრმა არის,
სამოთხეში ჩიტი გალობს,
აქ ემღერა რა არის?

სანუგეშო დარჩა რამე?
იქნებ ეგეც არ არის?
ჩუ, ნუ სტირი, გაიხარე, ამბავია ახალი,
მიფრენილა ანგელოზად, უფალს უზის კალთაში! ❣

პ.გულიაშვილი 08.05.22“ . – წერს პაატა გულიაშვილი სოციალურ ქსელში.

3 მაისს ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. წლისა და რვა თვის კიტა ტრაგიკულად გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g