რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის პირად ამბავზე აგებულ ფილმს „პატარძლები” შვეიცარიის კინოთეატრებში ნახავენ.
ფილმი მთავარი გმირის, 30 წლის ნუცასა და მისი მეუღლის შესახებ მოგვითხრობს. ბადრაგის მიერ დანით შუაზე გაპობილი ვაშლი, ფორთოხალი, ბავშვების თმების შემოწმება, ციხის ადმინისტრაციის უხეში და მომაბეზრებელი დამოკიდებულება…
სცენარის თანაავტორი დავით ჩუბინიშვილია,ოპერატორი გოგა დევდარიანი ხოლო კომპოზიტორი – რიმ ლოურენსი. მთავარ როლებს მარი კიტია და გიორგი მასხარაშვილი ასრულებენ.
„პატარძლები“ ქართულ-ფრანგული პროდუქციაა, რომელიც ორივე ქვეყნის კინოცენტრმა დააფინანსა და ის 27 დღეში გადაიღეს.
საკუთარი ნამუშევრის წარსადგენად რეჟისორი, თინათინ ყაჯრიშვილი და პროდიუსერი, ლაშა ხალვაში ჟენევასა და ლოზანაში მიიწვიეს.
„პატარძლები“ ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომელიც 2014 წელს შეიქმნა და მას შემდეგ 20-მდე კინოფესტივალზე არაერთი ჯილდო მოიპოვა. მათ შორის გახლდათ „ტრაიბეკას“ ყოველწლიური ფესტივალი ნიუ-იორკში, სადაც 12 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კატეგორიაში „პატარძლებიც“ შეიყვანეს. „ტრაიბეკას“ ოფიციალურმა გამოცემამ ფილმი კინოფესტივალის წლის წამყვან საუკეთესო ფილმად დაასახელა. ასევე „პატარძლებს“ უკვე მიღებული აქვს სარაევოს კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი “HEARTOFSARAJEVO” და მარი კიტიას პრიზი საუკეთესო მსახიობისთვის.