გაცნობის აპლიკაცია, Tinder-ი ახალ ფუნქციას ამატებს. მისი საშუალებით მომხმარებლებს შეეძლებათ, მეგობრებს პაემნის გეგმებზე გაუზიარონ. აღსანიშნავია, რომ ბმული შეიცავს დეტალურ ინფორმაციას პაემნის თარიღისა და დროის, პარტნიორის სახელისა და შეხვედრის ადგილის შესახებ. ბმულის გაგზავნა კი შესაძლებელია სავარაუდო პაემნამდე 30 დღით ადრე.
ბმული ხელმისაწვდომია ყველა მიმღებისთვის, მათ შორის მათთვისაც, ვინც არ იყენებს აპლიკაციას.
უახლოეს თვეებში ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, კანადაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, ინდოეთში, გერმანიაში, ირლანდიაში, იაპონიაში, ბრაზილიაში, სინგაპურში, შვეიცარიაში, მექსიკაში, კორეაში, ვიეტნამსა და ტაილანდში.
Tinder-ს პრემიუმ პაკეტი დაემატა
Tinder-ს ინკოგნიტო რეჟიმი დაემატა