Tinder-ს „ბრმა პაემნის“ ფუნქცია ემატება, მომხმარებელთა გარეგნობის ნახვამდე მათთან საუბარი გახდება შესაძლებელი.
უახლესი ფუნქციის საშუალებით, მომხმარებლები საერთო მახასიათებლების, კითხვებზე გაცემული პასუხებისა და თამაშების მიხედვით დაწყვილდებიან. თუკი ორივე პირი გადაწყვეტს, რომ ერთმანეთს შეეფერებიან, ისინი საბოლოოდ ერთმანეთის ფოტოსურათების ხილვას შეძლებენ.
ახალი ფუნქცია აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია, სხვა ქვეყნებში კი მომდევნო კვირების განმავლობაში დაემატება.