სოციალურ ქსელ Tinder-ს ახალი პრემიუმ პაკეტი დაემატა, რომლის ღირებულება თვეში 500 დოლარს შეადგენს. ამ პაკეტის შეძენის შემდეგ მომხმარებელი უამრავი პრივილეგიით ისარგებლებს.
მომხმარებლებს პირდაპირ შეეძლებათ შეტყობინების გაგზავნა, მათი პროფილი კი ჩამონათვალში ყოველთვის ყველაზე მაღლა იქნება წარმოდგენილი და ვერიფიკაციის სპეციალურ ნიშანსაც მიიღებენ.
500-დოლარიანი პრემიუმ პაკეტის გარდა, Tinder-ს შედარებით ხელმისაწვდომი შეთავაზებებიც აქვს, ესენია: Plus, Gold და Platinum, მათი ღირებულება კი 10-დან 30 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
Tinder-ს ინკოგნიტო რეჟიმი დაემატა
Tinder-ს „ბრმა პაემნის“ ფუნქცია ემატება