კომპანია UNWOMEN-მა გენდერულ საკითხებზე და ბავშვის ჩვილობის მომენტიდან დაწყებული ამ პრობლემის არსებობაზე კლიპი გაავრცელა.
“თუ გენდერული დაყოფა დაიწყო ჩვენში, შეიძლება დამთავრდეს კიდეც ჩვენით” – ამ სლოგანით სტერეოტუპულ პრობლემებს 1 წუთიანი კლიპი სრულად აღწერს.
“ფორტუნა” კლიპის თარგმანს გთავაზობთ:
https://www.youtube.com/watch?v=wVVipslCVdQ
“როგორც გოგო, მე ველოდები, რომ ვიქნები შენი პატარა პრინცესა, როგორც ბიჭი, ველოდები რომ შენი გმირი ვიქნები”, – ასე იწყება კლიპი, სადაც ვარდისფერი და ციფერი გოგოს და ბიჭის განმსაზღვრელ ფერებადაა გამოყენებული.
გოგო (ვარდისფერი): ვვარაუდობ, რომ ვითამაშებ თოჯინებით და ვიქნები ლამაზი.
ბიჭი (ცისფერი): ვვარაუდობ, რომ დავკავდები სპორტით და ვიმოქმედებ მკაცრად.
გოგო: ტირილის დროს, ხალხი იფიქრებს, რომ ეს ჰორმონალურია.
ბიჭი: ტირილის დროს, ხალხი იფიქრებს, რომ სუსტი ვარ.
გოგო: თუ უფრო მეტ დროს სამსახურში გავატარებ და არა სახლში, მე ნაკლებად მოსიყვარულე ვიქნები.
ბიჭი: თუ უფრო მეტ დროს სამსახურში გავატარებ და არა სახლში, მე ნაკლებად მოსიყვარულე ვიქნები.
გოგო: ხალხს კითხვები გაუჩნდება ჩემს ორიენტაციასთან დაკავშირებით, თუ ჯარში წასვლას გადავწყვეტ.
ბიჭი: ხალხს კითხვები გაუჩნდება ჩემს ორიენტაციასთან დაკავშირებით, თუ ექთნის პროფესიას ავირჩევ.
ველოდები, რომ საკუთარ თავში გავერკვევი, როგორც ბიჭი, ან როგორც გოგო”.