LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google გენდერული პრობლემების წინაშეა

90

Google-ის თანამშრომელი, რომელმაც სამსახურის შესახებ საკმაოდ საკამათო ჩანაწერი გააკეთა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კვირის ბოლოსთვის უკვე საკმაოდ გავრცელებულ ჩანაწერში ეწერა, რომ Google-ში დასაქმებულებს შორის ცოტა ქალი იყო, რაც გენდერული ნიშნით იყო განპირობებული. Google-ის აღმასრულებელი დირექტორის – ბატონი პიჩაის შეფასებით, გავრცელებული ჩანაწერი კომპანიისთვის გენდერული სტერეოტიპების წამახალისებელი და გამავრცელებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

კომპანიაში ამტკიცებენ, რომ „ბიოლოგიური მიზეზების გამო მამაკაცისა და ქალების შესაძლებლობები განსხვავდება და სწორედ ეს განსხვავებები ხსნის, თუ რატომ ვერ ვხედავთ  ქალებს თანაბარი რაოდენობით ტექნოლოგიასა და ხელმძღვანელობაში“.

ჩანაწერის ავტორი ხაზს უსვამდა, რომ უნდა შეწყდეს მსგავსი შეფასებები, ვინაიდან გენდერული ხარვეზები სექსიზმს გულისხმობს. Google-ის მრავალფეროვნების ხელმძღვანელმა – დანიელ ბრაუნმა ჩანაწერი სწრაფად გააკრიტიკა, მაგრამ ავტორი, რომლის იდენტიფიცირებაც კომპანიამ არ მოახდინა, მოგვიანებით წერდა, რომ Google-ში დასაქმებული თანამოაზრეებისგან უამრავი შეტყობინება  მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები