LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა Google 4 მილიონი რუბლით დააჯარიმა

91
4bctk53g_russiagoogle-conflict-reuters_625x300_21_April_22

რუსეთის სასამართლომ Alphabet Inc.-ის შვილობილი კომპანია Google 4 მილიონი რუბლით (50 000 აშშ დოლარი) დააჯარიმა, იმის გამო რომ არ წაშალა, რუსეთის მიერ “ყალბად” წოდებული ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე “სპეციალური ოპერაციის” შესახებ.

ამის შესახებ ინფორმაცია Tass-ზე დაყრდნობით, Reuters-ზე ვრცელდება.

აპრილის თვის დასაწყისში, რუსეთის კომუნიკაციების დამკვირვებელმა განაცხადა, რომ მიიღებს ზომებს Google-ის დასასჯელად, YouTube-ზე “ყალბი ინფორმაციის” გავრცელებისთვის. დამკვირვებელმა მანამდე გააფრთხილა ამერიკული კომპანია, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დააჯარიმებდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები