LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google და YouTube რუსულ სამთავრობო მედიებს თავის პლატფორმებზე მონეტიზაციას უჩერებს

107
Goutube

Google-მა შაბათს რუსეთის სახელმწიფო მედია RT-ს და სხვა არხებს საკუთარ პლატფორმებზე მონეტიზაცია შეუჩერა. ამის შესახებ Reuters წერს. იგივე გადაწყვეტილება მიიღო YouTube-მაც მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

გარდა ამისა, რუსული მედია ვერ შეძლებს რეკლამების შეძენას Google Tools-ის მეშვეობით ან რეკლამის განათავსებს Google სერვისებზე, როგორიცაა Search და Gmail, განაცხადა სპიკერმა მაიკლ აციმანმა.

“ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით ახალ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს”, – თქვა აციმანმა.

ცნობისთვის, RT-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი ევროკავშირის სანქცირებულთა სიაშიც მოხვდა.

YouTube ამბობს, რომ RT და რამდენიმე სხვა არხი უკრაინაში აღარ იქნება ხელმისაწვდომი უკრაინის მთავრობის მოთხოვნის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები