LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თითო ავტობუსი დღის განმავლობაში 100 ადამიანს ცრის: ამირან გამყრელიძე

74
აცრვტობუსი

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აცრისთვის გამოყოფილ ავტობუსებში ყოველდღიურად, საშუალოდ, 100 ადამიანი იცრება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე, თბილისში 9, ხოლო რუსთავში 3 მოძრავი ამცრელი პუნქტი მუშაობს.

“სამი ავტობუსი მოძრაობდა თბილისში. ახლა, თუ არ ვცდები, 6 დაემატა. ამავე დროს, 3 არის რუსთავში. პირველი სამი ავტობუსის მონაცემებით, ყოველდღიურად იყო 250-დან 300-მდე აცრა ამ მოძრავ ავტობუსებში. დაახლოებით, რომ ვიანგარიშოთ, თითო ავტობუსი, დღის განმავლობაში, ცრის 100 ადამიანს,”- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g