LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თითოეულ მუნიციპალიტეტში პროფესიული სასწავლებელი შეიქმნება – ღარიბაშვილი

66
Capture

“ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პროფესიული განათლება იქნება, ვინაიდან, ყველა ეს პროგრამა, რომელიც ჩამოვთვალე, იქნება სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება თუ სხვა, საჭიროებს პროფესიულ, განათლებულ, კვალიფიციურ მუშახელს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა “ქართული ოცნების” ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის ზაზა დიასამიძის წარდგენის დროს განაცხადა.

ირაკლი ღარიაბშვილის განცხადებით, პროფესიული სასწავლებელი თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნება:

“რა თქმა უნდა, განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ასევე მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ და ჩავდოთ ინვესტიციები განათლებაში. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, სწორედ ამ ეკონომიკური სიდუხჭირის, აქედან მომდინარეობს, აქედან იღებს სათავეს, ვინაიდან, განათლებული ადამიანი უფრო მეტად შეძლებს, უფრო მეტად ორგანიზებულია და უფრო მეტი ცოდნა აქვს, როგორ განავითაროს ადგილობრივი წარმოება, სოფლის მეურნეობა, ბიზნესი და ა.შ. როგორ კარგად მოემსახუროს ჩვენს მოქალაქეებს.

პროფესიული განათლება იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მთავრობის, ვინაიდან, ყველა ეს პროგრამა, რომელიც ჩამოვთვალე, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება, თუ სხვა, საჭიროებს პროფესიულ, განათლებულ, კვალიფიციურ მუშახელს. ამიტომ, თითოეულ მუნიციპალიტეტში, ჩვენი გეგმის მიხედვით, შეიქმნება პროფესიული სასწავლებელი, სადაც ჩვენ მოვიყვანთ მაღალკვალიფიციურ, მათ შორის, უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც ადგილზე გადაამზადებენ ჩვენს მოქალაქეებს, ასწავლიან, დაატრენინგებენ და შემდგომ ისინი გადასცემენ ცოდნას და კვალიფიკაციას ჩვენს მოსახლეობას. მთლიანობაში, მეგობრებო, ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი: გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით

magti 5g