LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თითქოს ყველამ თავისი საქმე გააკეთა, მაგრამ გვიან და ამაოდ” – გრიგოლეთში ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო

1401
dfsdsdsdsdsds

გრიგოლეთში ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო.

ამის შესახებ თვითმხილველი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, მამაკაცს დახმარება გვიან გაეწია.

„ის ახალგაზრდა კაცი გრიგოლეთის ზღვაში დაიხრჩო. ჩემს თვალწინ ითხოვდა შველას და ვერ ვშველოდით. თითქოს ყველამ მისი საქმე გააკეთა, მაგრამ გვიან და ამაოდ. დამნაშავეა გულგრილობისთვის ის მეგობარი გოგონა, რომელიც წიგნს მშვიდად კითხულობდა და ტალღები ამ დროს სიკვდილისკენ ითრევდა ამ უიღბლოს. დამნაშავეა სამაშველო სამსახურის ზემო ისტანცია, რომელი მშვიდ ზღვაზე უფრო ხშირად დაასეირნებს სამაშველო სკუტერებს, ვიდრე როცა ამის აუცილებლობაა. სატირალია 25 წუთის შემდეგ ძლივს დასახმარებლად მოსული სასწრაფო დახმარების სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც ხელოვნური სუნთქვის მეტს ვერაფერს სთავაზობდა განწირულს! გაუფრთხილდით ერთმანეთს…წამში დევს ყველას ბედისწერა“, -წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები