LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალმოვარდნამ სამტრედია-გრიგოლეთის საგზაო მონაკვეთზე მშენებარე ხიდი დააზიანა – საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

167
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (10)

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, მდინარეზე მშენებარე ხიდის მერვე ბურჯი დააზიანა.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

„ადგილზე იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყველა ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელი. ამ ეტაპზე, მდინარე რიონის წყლის დონე ისევ დიდია და წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება არსებული ვითარების შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დაზიანებული ბურჯის აღდგენა.

სამტრედია-გრიგოლეთის პირველი 11.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, რომელიც გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს).

 

? მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე,…

Posted by საავტომობილო გზების დეპარტამენტი on სამშაბათი, 21 თებერვალი, 2023

 

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მილიონი ლარით ფინანსდება“, – აღნიშნულია საავტომობილო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები